12:00 საათის მდგომარეობით, ზუგდიდის #67 საარჩევნო ოლქში ამომჩევლის
აქტივობამ 13, 64% შეადგინა, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ დროისთვის
საკუთარი არჩევანი 16 395 ადამიანმა გააკეთა.
„არჩევნები მშვიდ ვითარებაში ტარდება. საარჩევნო პროცედურები ყველა
წესის დაცვით მიმდინარეობს“, - თქვა #67 საოლქო საარჩევნო კომისიის
თავმჯდომარემ მირანდა მესხმა.
ცესკოს ინფორმაციით, მთელი ქვეყნის მასშტაბით ხმის მიცემის პროცესი
მშვიდ გარემოში მიმდინარეობს.
მასალის გამოყენების პირობები