ლაშა გოგია ამომრჩეველს მეტი აქტიურობისკენ მოუწოდებს (ვიდეო)
12:44 / 21.10.2017
„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ზუგდიდის მერობის
კანდიდატი ლაშა გოგია საკუთარი არჩევანის დასაფიქსირებლად
ოჯახთან ერთად მივიდა. მან ხმა #84-ე უბანზე მისცა. მისი შეფასებით,
არჩევნები დემოკრატიულ და მშვიდ გარემოში ტარდება.
„თვითმმართველობის არჩევნები მნიშვნელოვანია, მინდა ყველა ამომრჩეველს
მივმართო დააფიქსირონ საკუთარი ხმა და იყოს მეტი აქტივობა. ეს
არჩევნები მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის და მუნიციპალიტეტის
განვითარებისთვის - ძლიერი მუნიციპალიტეტი ძლიერ საქართველოს
ნიშნავს“, - აღნიშნა მერობის კანდიდატმა.
ზუგდიდის მერობის თითქმის ყველა კანდიდატმა საკუთარი არჩევანი უკვე
გააკეთა.
ერთ-ერთი მთავარი ღვთაება, რომელიც საუკუნეების განმავლობაში მეგრული კულტურის სულიერ სამყაროს ასაზრდოებდა, იყო ორთა , არსთა გამრიგე და უხილავი ბუნების მბრძანებელი.
დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმი , ნიკოსეული სასახლე მასპინძლობს , სახელოვანი ქართველი რეჟისორის ,რესპუბლიკის დამსახურებული არტისტისა და რუსთაველის პრემიის ლაურეატ მერაბ კოკოჩაშვილის 90 წლის იუბილესადმი მიძღვნილ გამოფენას.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები