მესტიის 47-ე სარჩევნო ოლქში 40 უბნიდან ამ დროისთვის 23 უბანია
დათვლილი. წინასწარი შედეგებით, „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატმა
კაპიტონ ჟორჟოლიანმა ხმების 58.25 % მოაგროვა, რაც 1158 ხმის ტოლია.
რაც შეეხება დამოუკიდებელ კანდიდატს მალხაზ უდესიანს, მას 830-მა
ამომრჩეველმა მისცა ხმა, რაც 41.75 % -ია.
მასალის გამოყენების პირობები