ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგების თანახმად, 4
%-იანი ბარიერი ზუგდიდში სამმა პარტიამ გადალახა. „ქართულმა ოცნებამ“
ხმების
57% მოიპოვა, “ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ – 24, 68%,
„ევროპულმა საქართველომ“ კი 11,06% მიიღო.
საკრებულოს 50 მანდატიან შემადგენლობაში 35 ადგილს მაჟორიტარი
დეპუტატები დაიკავებენ, მათგან ერთი ანაკლიის მაჟორიტარი ენმ-ის
წარმომადგენელი იქნება, დანარჩენი კი - მმართველი პარტიის. რაც
შეეხება დარჩენილ 15 მანდატს, პროპორციული სიის უმრავლესობაც
„ქართულმა ოცნებამ“ მოიპოვა. სავარაუდოდ, მმართველი პარტიიდან
საკრებულოში პარტიული სიით 9 წევრი შევა. ოპოზიციური პარტიები 6
დეპუტატით იქნება წარმოდგენილი, მათ შორის ენმ-ს 4 წევრი, ხოლო
„ევროპულ საქართველოს“ - 2.
საკრებულოს სავარაუდო შემადგენლობა ასე გამოიყურება:
„ქართული ოცნება“ (მაჟორიტარები) - ქალაქის უბნები:
სალომე ფაცაცია - ენგურის უბანი
თამაზ ფაცაცია - მაცხოვრისკარის უბანი
ირაკლი (გუგა) ლაგვილავა - კოლხეთის უბანი
დავით გახარია - ეგრისის უბანი
მამუკა ყურაშვილი - ოდიშის უბანი
„ქართული ოცნება“ (მაჟორიტარები) - სოფლები
დარჩელი - ზაზა ანდრიაძე
ორსანტია - ამირან ჩხოლარია
ერგეტა - ზვიად ყორშია
ორულუ - ჯანსუღ ჯაბუა
დიდინეძი - გოგი კუკავა
კოკი - ირუზა კაკავა
ყულიშკარი - ზაზა პროკოპენკო
რიყე - დაზმირ ძიმცეიშვილი
შამგონა - ზაზა ხუბუა
ჩხორია - რევაზ თორდია
ჭკადუა - გოგი ზარქუა
განმუხური - დავით ჭაფანძე
აბასთუმანი - ედიტა კოდუა
ახალკახათი - გია დანელია
კახათი - მანანა მებონია
ინგირი - ზურაბ გოგოძე
აბასთუმანი - მამუკა თოლორაია,
რუხი - გოგი თოდუა
ოდიში - სოსო გოგოხია
ჯიხაშკარი პაატა ებრალიძე
ალერტკარი - ლაშა ესებუა
ჭაქვინჯი - ჯონი ჯიქია
ახალსოფელი - რამაზ ჯაბუა
ნარაზენი - გიორგი თოდუა
ცაიში - თამაზ ჟორჟოლიანი
ურთა - ტარიელ გაბულდანი
ჭითაწყარი - ირაკლი ჯანაშია
ოქტომბერი - ზვიად ქირია
კორცხელი - არჩილ ბერანძე
„ქართული ოცნება“ (პროპორციული):
1.მამუკა წოწერია
2. თამუნა ჯიქია
3. ბესიკ ჭეჟია
4. კონსტანტინე კაკავა
5. ოთარ ქადარია
6. მიხეილ ჯობავა
7. ეკატერინე კიფაია
8. ოთარ მარშავა
9. სანდრო სორდია
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ (მაჟორიტარები):
დავით შელია - ანაკლია
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ (პროპორციული):
ანი წითლიძე
პაატა ადამია
გელა თოლორაია
მალხაზ ციკუტანია
რაც შეეხება გელა თოლორაიას, რომელიც ასევე მაჟორიტარი დეპუტატობის
კანდიდატი იყო სოფელ კორცხელში და არჩევნებში მონაწილეობაზე უარი
განაცხადა, ენმ-ს ადგილობრივ ორგანიზაციაში აცხადებენ, მისი საკითხი
ჯერ არ არის გადაწყვეტილი.
„ევროპული საქართველო“ (პროპორციული):
ბათლომე შელია
ირაკლი ღურწკაია
ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის შესაბამისად, ახალარჩეული
საკრებულოს პირველ სხდომას იწვევს საქართველოს ცენტრალური საარჩევნო
კომისია არჩევნების საბოლოო შედეგების შეჯამებიდან 30 დღის
ვადაში.
მასალის გამოყენების პირობები