ცესკო დღეს თვითმმართველობის არჩევნების შედეგებს შეაჯამებს და მეორე ტურის თარიღს გამოაცხადებს
ცენტრალური საარჩევნო კომისია დღევანდელ სხდომაზე ადგილობრივი
თვითმმართველობის არჩევნების
საბოლოო შედეგებს შეაჯამებს. გარდა ამისა, ცესკო იმ ქალაქებში, სადაც
50%-იანი ზღვარი ვერცერთმა მერობის კანდიდატმა ვერ გადალახა, მეორე
ტურს დანიშნავს. არჩევნების მეორე რაუნდი მარტვილშიც გაიმართება.
სხდომა დღეს 16:00 საათზე დაიწყება.
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები საქართველოში 21 ოქტომბერს
ჩატარდა.
მასალის გამოყენების პირობები