ათი საათის მონაცემებით, მარტვილში ადგილობრივი თვითმმართველობის
არჩევნებზე საკუთარი პოზიცია 1 354 ამომრჩეველმა დაფიქსირა, რაც
საერთო რაოდენობის 4,5 %-ია. აღნიშნულ საარჩევნო ოლქში
სულ 31 531 ამომრჩეველია რეგისტრირებული.
65-ე საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის გრიგოლ ბართაიას თქმით,
კენჭისყრის პროცესი მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს. მისივე
ინფორმაციით, ჯერჯერობით, საჩივრები და დარღვევები არ
დაფიქსირებულა.
მარტვილში დღეს მერს ირჩევენ, რადგან აქ პირველ ტურში 50%-იანი ზღვარი
ვერცერთმა კანდიდატმა ვერ გადალახა. "ქართული ოცნებიდან" მერობის
კანდიდატი ალექსანდრე გრიგალავაა. რაც შეეხება ენმ-ის კანდიდატს
მამუკა დანელიას, ის მეორე რაუნდში მონაწილეობას არ იღებს, თუმცა,
საარჩევნო კოდექსის თანახმად, ბიულეტენზე მაინც არის აღნიშნული.
21 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების ცესკოს
მონაცემების მიხედვით, "ქართული ოცნების" მერობის კანდიდატმა
ალექსანდრე გრიგალავამ ხმების 49,76% მიიღო. მეორე ადგილზე კი ენმ-ის
კანდიდატი მამუკა დანელია გავიდა 35,81%-ით.
ამავე თემაზე:
მარტვილის
65-ე ოლქში არჩევნები ექსცესების გარეშე გაიხსნა
მასალის გამოყენების პირობები