#65 საოლქო საარჩევნო კომისიამ მარტვილის 39 უბნის მონაცემები უკვე
დააჯამა. "ქართული ოცნების"მერობის კანდიდატმა ალექსანდრე გრიგალავამ
11, 480 ხმა მიიღო, რაც 93.04 % უდრის.
რაც შეეხება მამუკა დანელიას, რომელმაც მეორე ტურში მონაწილეობაზე
უარი განაცხადა 859 ხმა მიიღო, რაც 6.96 % ნიშნავს. უარის თქმის
მიუხედავად, ენმ-ის კანიდატი, საარჩევნო კოდექსის თანახმად,
ბიულეტენზე მაინც იყო ასახული.
საარჩევნო ოლქში რეგისტრირებული 31 531 ამომრჩევლიდან საკუთარი
არჩევანი 12 629-მა დააფიქსირა. აქედან, 283 ბიულეტენი გაბათილდა.
მასალის გამოყენების პირობები