ახალი ამბები
ცესკოს პრეზიდენტობის 40-ზე მეტმა მსურველმა მიმართა
საქართველოს პრეზიდენტობის სურვილი ამ დროისთვის 42-მა პირმა გამოთქვა. ამის შესახებ ცესკოს პრესსპიკერმა ანა მიქელაძემ განაცხადა. მისი თქმით, ცესკოს განცხადებით მიმართა 42-მა საარჩევნო სუბიექტობის მსურველმა, მათგან 4-მა კანდიდატმა უკვე გაიარა შესაბამისი რეგისტრაცია. საპრეზიდენტო კანდიდატების მიერ ცესკოში ხელმოწერების წარდგენის ბოლო ვადა კი 18 სექტემბერია.

"დღეს, 18:00 საათზე იწურება ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარისათვის საინიციატივო ჯგუფებისა და პარტიების მიერ კანდიდატთა რეგისტრაციის მიზნით განცხადებით მომართვის ვადა. კანონმდებლობის თანახმად, მომართვის შემდეგ იწყება ხელმოწერების შეგროვება. ხელმოწერები ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში წარმოდგენილი უნდა იყოს არჩევნების დღემდე არაუგვიანეს მეორმეცე დღისა, ეს არის 18 სექტემბერი, ხოლო ხელმოწერების შემოწმება სრულდება კანონმდებლობით არჩევნების დღემდე არაუგვიანეს ოცდამეათე დღისა და არაუგვიანეს ოცდამეათე დღისა ხდება კანდიდატის რეგისტრაციაში გატარებაც. ამ ეტაპზე ცესკოს განცხადებით მომართა 42-მა საარჩევნო სუბიექტობის მსურველმა, მათგან 23 წარდგენილია საინიციატივო ჯგუფის, ხოლო დანარჩენი პოლიტიკური პარტიების მიერ. დღეის მონაცემებით, 4-მა კანდიდატმა უკვე გაიარა შესაბამისი რეგისტრაცია", - განაცხადა მიქელაძემ.

საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები 28 ოქტომბერს გაიმართება.


Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული

უმეტესობა ჩვენგანი სახლში ყოფნისას დღის უმეტეს ნაწილს მისაღებ ოთახში ატარებს.

ბიზნესში რისკი ყოვლისმომცველი და გარდაუვალი ნაწილია. კომპანიები ყოველდღიურად აწყდებიან ოპერაციულ, ფინანსურ და სტრატეგიულ რისკებს.
სენადექსინი საფაღარათო საშუალებაა, რომელიც სინამაქის ფოთლების მშრალ ექსტრაქტს შეიცავს.
სტატია
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
22 / აგვისტო 2025
სამეგრელოში იარაღი, ნადირობა, ჭკვიანი თამაშები და ტრადიციული რიტუალები ბავშვების ცხოვრების განუყოფელი ნაწილი იყო.
14 / აგვისტო 2025
სამეგრელოში ცხენი მხოლოდ გადაადგილების საშუალება არ იყო ის ღირსების, ტრადიციის და რწმენის სიმბოლო გახლდათ.ბიჭისთვის ცხენზე პირველად ჯდომა კაცად გახდომის საწყისად ითვლებოდა.
14 / აგვისტო 2025
უმეტესობა ჩვენგანი სახლში ყოფნისას დღის უმეტეს ნაწილს მისაღებ ოთახში ატარებს.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« აგვისტო 2025 »»
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.