"ქართული ოცნება" საპრეზიდენტო არჩევნებში მხარს სალომე ზურაბიშვილს დაუჭერს
მმართველი პარტია ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებში მხარს
დამოუკიდებელ კანდიდატს,
სალომე ზურაბიშვილს დაუჭერს. შესაბამისი განცხადება საქართველოს
პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ პოლიტსაბჭოს სხდომის
დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.
„პარტიის პოლიტიკურმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, მხარი დავუჭიროთ
ქალბატონი სალომე ზურაბიშვილის კანდიდატურას. ქალბატონი სალომე
ზურაბიშვილი არის გამორჩეული ოჯახის წარმომადგენელი, ნიკო ნიკოლაძის
და ივანე ზურაბიშვილის შთამომავალი, მას აქვს გამორჩეული დიპლომატიური
გამოცდილება. საქართველოში საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტზე
მოღვაწეობის პერიოდში მის სახელს უკავშირდება საქართველოდან რუსეთის
სამხედრო ბაზების გაყვანა,“ - განაცხადა კობახიძემ.
"ქართული ოცნება" ზურაბიშვილს ფინანსურადაც დაუჭერს მხარს.
ოქტომრბის საპრეზიდენტო არჩვნებში მონაწილეობის სურვილი, ცესკოს
ინფორმაციით, სულ 46-მა ადამიანმა გამოთქვა. არჩევნების საქართველოში
28 ოქტომბერს გაიმარება.
მასალის გამოყენების პირობები