ზუგდიდის 67-ე საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე მირანდა მესხმა ჟურნალისტებთან ოლქში, წინასწარი მონაცემებით, გამარჯვებული საპრეზიდენტო კანდიდატის ვინაობა არ
დაასახელა. მისი თქმით, ამის უფლებამოსილება არ გააჩნია და შედეგები ცესკოს ვებ-გვერდზე ყველასთვის ხელმისაწვდომია.
"მონაცემებს ვერ გამოვაცხადებ, რადგან ეს არაა მუნიციპალური არჩვენები და ცესკო დადებს ერთ საერთო შედეგს. შეგიძლიათ იხილოთ ცესკოს ვებ-გვერდზე", - გვითხრა მესხმა.
რაც შეეხება ამომრჩეველთა აქტივობას, სულ 120 616 ამომრჩევლიდან საკუთარი არჩევანი 48 717-მა დააფიქსირა, რაც საერთო რაოდენობის 40, 39 %-ია. მესხის ინფორმაციით, არჩევნებმა მშვიდ გარემოში ჩაიარა, სულ პროცედურული 17 დარღვევა დაფიქსირდა, რომელიც, როგორც მესხი განმარტავს, კენჭისყრის შედეგებზე გავლენას არ მოახდენს.
პირველადი მონაცემებით, ზუგდიდში საპრეზიდენტო არჩევნებში გრიგოლ ვაშაძემ გაიმარჯვა.
ამავე თემაზე:
წინასწარი მონაცემებით ზუგდიდში გრიგოლ ვაშაძე იგებს
მასალის გამოყენების პირობები