ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიამ ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის საჩივრები განიხილა, რომლებიც "ევროპული საქართველოს" წევრების
მიმართ იყო დაწერილი. საჩივრების უმეტესობა გადასატანი ყუთის წილისყრაში მონაწილეობაზე უარს ეხებოდა.საოლქო კომისიამ ყველა მათგანი დააკმაყოფილა. "ევროპული საქართველოს" წარმომადგენლებს დისციპლინური პასუხისმგებლობის სახით, შენიშვნა მისცეს.
როგორც სხდომაზე #67 საოლქო კომისიის თავმჯდომარე მირანდა მესხმა აღნიშნა, "ევროპული საქართველოს" მიერ დანიშნულმა წევრებმა, უხეშად დაარღვიეს საარჩევნო კანონმდებლობა.
რაც შეეხება საიას კიდევ ერთ საჩივარს, რომელიც გადასატანი ყუთის უბნიდან ორჯერ გატანას ეხებოდა, არ დაკმაყოფილდა. მირანდა მესხის განმარტებით, აღნიშნული საჩივარი ვერ დაკმაყოფილდა, რადგან ორმა ამომრჩეველმა საათ ნახევრის შემდეგ მოითხოვა გადასატანი ყუთით მომსახურება.
მასალის გამოყენების პირობები