საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური მიმდინარეობს. საარჩევნო უბნები 07:00 საათზე გაიხსნა, ხმის მიცემა მოქალაქეებმა 08:00 საათიდან დაიწყეს. არჩევნებისთვის ქვეყნის მასშტაბით
3 703 საარჩევნო უბანია გახსნილი, მათ შორის, 55 საზღვარგარეთ, სპეციალური - 11.
საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტურისთვის ამომრჩევლები ხმას აძლევენ იმავე საარჩევნო უბანზე, რომელიც მათთვის გაიხსნა 28 ოქტომბრის არჩევნების პირველი ტურისთვის და სადაც ამომრჩევლებმა უკვე მიიღეს კენჭისყრაში მონაწილეობა.
28 ნოემბრის არჩევნებში მონაწილეობს პრეზიდენტობის 2 კანდიდატი. ესენია:გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე და მმართველი პარტიის მიერ მხარდაჭერილი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი.
ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 3 528 658 - ია.
მასალის გამოყენების პირობები