10 საათის მონაცემებით ზუგდიდში ამომრჩეველთა აქტივობამ 5.75% შეადგინა
10 საათის მონაცემებით, ზუგდიდში ამომრჩეველთა აქტივობამ 5.75% შეადგინა, რაც იმას ნიშნავს, რომ საკუთარი არჩევანი 6 954 მოქალაქემ დააფიქსირა. რაც შეეხება დარღვევებს, მირანდა მესხის თქმით,
ამ დროისთვის სხვადასხვა უბნებზე სულ 4 საჩივარი დაიწერა და თითოეული მათგანი პროცედურულ დარღვევებს ეხება.
ცნობისთვის, ზუგდიდში 107 საარჩევნო უბანია გახსნილი, რეგისტრირებულ ამომრჩეველთა რაოდენობა კი 120 844-ს შეადგენს.
მასალის გამოყენების პირობები