„უღირსი პრეზიდენტი, კავკასიელი ჰუსეინი და დიქტატორი, როგორ მოიხსენიებს სააკაშვილი გამსახურდიას, შენს ცოლს უნდა ზუგდიდის მერობა?!“- ამ შინაარსის პლაკატები ჯიხაშკარის #79-ე უბნის შესასვლელ ჭიშკარზე გაკრული.
მერობის კანდიდატის სანდრა რულოვსისა და მიხეილ სააკაშვილის საწინააღმდეგო პლაკატები ჭიშკარზე ამ დრომდე გაკრულია.
ზუგდიდში დღეს, 19 მაისს, მერის რიგგარეშე არჩევნები ტარდება. სულ რეგისტრირებული 120 837 ადამიანი საკუთარ არჩევანს 13, მათ შორის, ორ დამოუკიდებელ და 11 პარტიულ კანდიდატს შორის გააკეთებს. ქალაქსა და სოფლებში გახსნილ 107 უბანზე მისულ ამომრჩეველს ბიულეტენზე 16 კანდიდატი დახვდება, თუმცა მათგან სამმა (დავით თორდიამ, დათა გაბეჩავამ და გოგიტა ბიგვავამ) კენჭისყრაში მონაწილეობაზე უარი თქვა.
მასალის გამოყენების პირობები