ცესკოს მონაცემებით, 10:00 საათვის ზუგდიდში ამომრჩევლის აქტივობამ 8, 1% შეადგინა, რაც იმას ნიშნავს, რომ საკუთარი ნება 9 734 გამოხატა.
ზუგდიდში დღეს, 19 მაისს მერის რიგგარეშე არჩევნები ტარდება. სულ რეგისტრირებული 120 837 ადამიანი საკუთარ არჩევანს 13, მათ შორის, ორ დამოუკიდებელ და 11 პარტიულ კანდიდატს შორის გააკეთებს. ქალაქსა და სოფლებში გახსნილ 107 უბანზე მისულ ამომრჩეველს ბიულეტენზე 16 კანდიდატი დახვდება, თუმცა მათგან სამმა (დავით თორდიამ, დათა გაბეჩავამ და გოგიტა ბიგვავამ) კენჭისყრაში მონაწილეობაზე უარი თქვა.
ზუგდიდელები მერს არა 4 წლის ვადით, არამედ, შემდეგ თვითმმართველობის არჩევნებამდე, 2021 წლამდე ირჩევენ.
ზუგდიდის მერის პოსტი ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც მუნიციპალიტეტის მერმა ლაშა გოგიამ თანამდებობის დატოვების შესახებ 2018 წლის 12 სექტემბერს სოციალური ქსელის საშუალებით განაცხადა, რომ პოსტიდან გადადგა. მოგვიანებით, ის ქრთამის აღების ბრალდებით უკვე ყოფილ ვიცე მერთან ერთად დააკავეს.
ამავე თემაზე:
ზუგდიდის მერის არჩევნები - განახლებადი
ზუგდიდში დღეს ახალ მერს ირჩევენ
მასალის გამოყენების პირობები