კოკში სამართალდამცავებმა საარჩევნო უბანთან ერთი ადამიანი დააკავეს
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ კოკში, საარჩევნო უბანთან სამართალდამცავებმა ერთი ადამიანი დააკავეს.
შს სამინისტროს ინფორმაციით, ის ადმინისტრაციული წესით, 166-ე და 173-ე მუხლებითაა დაკავებული, რაც პოლიციის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობას და წვრილმან ხულიგნობას გულისხმობს.
დაკავებას წინ 97-ე უბანთან ხმაური და დაპირისპირება უძღოდა. სიტუაცია კი მას შემდეგ დაიძაბა, რა გაერთიანებული ოპოზიციის დამკვირვებლებსა და საარჩევნო კომისიის წევრებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.
მასალის გამოყენების პირობები