ზუგდიდის 21-ე უბანთან ანა წითლიძე და „ოცნების“ კოორდინატორი ერთმანეთს დაუპირისპირდნენ
ზუგდიდში, 21-ე საუბნო საარჩევნო კომისიასთან „ქართული ოცნების“ კოორდინატორი და გაერთიანებული ოპოზიციის წევრი ანა წითლიძე ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ. დაპირისპირება მას შემდეგ მოხდა, რაც წითლიძემ საარჩევნო უბანთან რამდენიმე პირს საარჩევნო სიების ქსეროასლი დააფიქსირა.
მან ამ დარღვევებზე პასუხის გაცემა სთხოვა „ქართული ოცნების“ კოორდინატორს, რის შემდეგაც კოორდინატორმა მას ხელი ჰკრა.
სამართალდამცავებმა „ქართული ოცნების“ კოორდინატორი პოლიციის სამმართველოში გადაიყვანეს.
ამავე უბანზე კიდევ ერთი ინციდენტი მოხდა. რამდენიმე უცნობმა პირმა ჟურნალისტების კითხვას, თუ საიდან ჰქონდათ აღნიშნული სიები, უპასუხეს, რომ „პასუხი უნდა მოვკითხოთ „რუსთავი 2“- ის გერნერალურ დირექტორს ნიკა გვარამიას“.
მასალის გამოყენების პირობები