სამართალდამცავებმა ზუგდიდში, სოხუმის ქუჩაზე PRESA.GE-ის რედაქტორი დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გიორგი კაპანაძე წვრილმანი ხულიგნობის და პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი
დაუმორჩილებლობისთვის, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებითაა დაკავებული.
არსებული ინფორმაციით, ჟურნალისტი ამ წუთებში სამხარეო პოლიციაში გადაჰყავთ.
ITV-ის ჟურნალისტის სუზი მკრტიჩიანის თქმით, კაპანაძე მაშინ დააკავეს, როდესაც გადამღები ჯგუფი რუხში, პოლიციის პიკაპებში განთავსებული აქციის დასაშლელად საჭირო მოწყობილობებს იღებდა.
"გიორგი ჩვენთანაც კი არ იდგა. მოვიდნენ ფორმიანი სამართალდამცავები, ხელები გადაუგრიხეს და წაიყვანეს. მიზეზი არ განუმარტავთ", - აღნიშნა მკრტიჩიანმა.
მასალის გამოყენების პირობები