ონლაინ გამოცემა Presa.ge-ის დამფუძნებელი და რედაქტორი გიორგი კაპანაძე გაათავისუფლეს. მან ფოთის პოლიციის შენობა ცოტა ხნის წინ დატოვა.
„ჩვენ ვასრულებდით ჩვენს ჟურნალისტურ მოვალეობას. მოვიდა, დაახლოებით, 15 პოლიციელი. წრე გააკეთეს და გვითხრეს, რომ ვითომ, მათ მე ფიზიკური შეურაცხყოფა მივაყენე, სიტყვიერი შეურაცხყოფა მივაყენე, არ დავემორჩილე. გახარიას უნდოდა, რომ გავენეიტრალებინე“, აღნიშნა კაპანაძემ.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გიორგი კაპანაძე წვრილმანი ხულიგნობის და პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობისთვის, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით იყო დაკავებული.
მასალის გამოყენების პირობები