სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ცნობით, ბოლო დღე ღამის განმავლობაში, რეგიონის მასშტაბით, 4 პაციენტი გარდაიცვალა.
ყველა მათგანი რუხის კოვიდკლინიკაში გადიოდა მკურნალობის კურსს.
გარდაცვლილებიდან 1 ხობის მკვიდრი იყო, ხოლო დანარჩენები აბაშიდან იყვნენ. მათი ასაკი 65-დან 87 წლამდე მერყეობს.
რეგიონში დღის განმავლობაში 261 პაციენტი გამოჯანმრთელდა.
მასალის გამოყენების პირობები