ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის რეგისტრაცია ხვალიდან იწყება
2016 წელს აბიტურიენტებისთვის რეგისტრაციის პროცედურაში მნიშვნელოვანი
სიახლეა - რეგისტრაცია წელს სამ
ეტაპად ჩატარდება.
ამის შესახებ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა მაია მიმინოშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა და განმარტა, რომ რეგისტრაციის ძირითადი ეტაპი ხვალ, 9 თებერვალს, 10:00 საათზე დაიწყება და 15 მარტს, 18:00 საათამდე გაგრძელდება.
რეგიტრაციის ფარგლებში აბიტურენტებს პირადი მონაცემების შეტანა,
საგამოცდო ქალაქის არჩევა და ჩასაბარებელი საგნების მითითება
შეეძლებათ.
"შემდგომ ეტაპზე აბიტურიენტი ვეღარ შეცვლის საგამოცდო ქალაქს, თუმცა 1-ელ ივნისამდე შეეძლება მითითებული არჩევითი საგნის შეცვლა. ამ პერიოდის განმავლობაში შესაძლებელი იქნება ენის შეცვლაც. ამ ეტაპის დასრულების შემდეგ, საგანთა ჩამომათვალში ცვლილება ვეღარ განხორციელდება", - აღნიშნა მიმინოშვილმა.
მისივე თქმით, საგანმანათლებლო პროგრამებისა და უმაღლესი სასწავლებლების არჩევა თუ შეცვლა აბიტურიენტებს სააპელაციო განაცხადების მიღების დასრულებამდე შეეძლებათ.
ამის შესახებ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა მაია მიმინოშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა და განმარტა, რომ რეგისტრაციის ძირითადი ეტაპი ხვალ, 9 თებერვალს, 10:00 საათზე დაიწყება და 15 მარტს, 18:00 საათამდე გაგრძელდება.
"შემდგომ ეტაპზე აბიტურიენტი ვეღარ შეცვლის საგამოცდო ქალაქს, თუმცა 1-ელ ივნისამდე შეეძლება მითითებული არჩევითი საგნის შეცვლა. ამ პერიოდის განმავლობაში შესაძლებელი იქნება ენის შეცვლაც. ამ ეტაპის დასრულების შემდეგ, საგანთა ჩამომათვალში ცვლილება ვეღარ განხორციელდება", - აღნიშნა მიმინოშვილმა.
მისივე თქმით, საგანმანათლებლო პროგრამებისა და უმაღლესი სასწავლებლების არჩევა თუ შეცვლა აბიტურიენტებს სააპელაციო განაცხადების მიღების დასრულებამდე შეეძლებათ.
მასალის გამოყენების პირობები