"ხალხის ხმა თვითმმართველობაში“ - პროექტის პრეზენტაცია ზუგდიდში (ვიდეო)
„დემოკრატიის ინსტიტუტი “ და ასოციაცია „ათინათი“, არასამთავრობო ორგანიზაციათა კოალიციასთან ერთად, აშშ-ს საერთაშორისო
განვითარების სააგენტოს (USAID) მხარდაჭერით ახორციელებენ პროექტს „პეტიცია - ხალხის ხმა თვითმმართველობაში.“
პროექტის პრეზენტაციის მიზნით, ასოციაცია ,,ათინათის“ წარმომადგენლები ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს იურიდიულ და სამანდატო საკითხთა კომისიის თავმჯდომარეს, მაიზერ ნანავას და აპარატის უფროსს, ნატალია პაპასკირს შეხვდნენ. შეხვედრაზე მხარეებმა თვითმმართველობის საქმიანობაში ადგილობრივი მოსახლეობის მონაწილეობის მნიშვნელობასა და პროექტის ფარგლებში ურთიერთთანამშრომლობის პერსპექტივაზე იმსჯელეს.
პროექტის „პეტიცია - ხალხის ხმა თვითმმართველობაში“ ძირითადი მიზანია აჭარის, გურიისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის თვითმართველობების მუშაობაში მოსახლეობის ჩართულობის გააქტიურება.
მასალის გამოყენების პირობები