საქართველო 6 თვით ევროპის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა იქნება
27 ნოემბრიდან საქართველო 6 თვით ევროპის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა გახდება.
ინფორმაციას, საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. საქართველოს მომავალ თავმჯდომარეობასთან დაკავშირებით თბილისს ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი მარია პეინჩინოვიჩ ბურიჩი ეწვია. ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში გენერალური მდივანი საქართველოს პრემიერ-მინისტრს, პრეზიდენტს, პარლამენტის თავმჯდომარეს და საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდება.
ასევე მოხდება საქართველოსთვის ევროპის საბჭოს 2020-2023 წლების სამოქმედო გეგმის გადმოცემა. აღსანიშნავია, რომ ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც საქართველო ხდება საერთაშორისო ორგანიზაციის თავმჯდომარე ქვეყანა.

მასალის გამოყენების პირობები