NDI: 26%-ს სააკაშვილის მიმართ დადებითი დამოკიდებულება აქვს, ივანიშვილის მიმართ 17%-ს
ndi-ის კითხვაზე, როგორი დამოკიდებულება გაქვთ პოლიტიკოსების მიმართ, ყველაზე უარყოფითი შეფასება ბიძინა ივანიშვილს და სალომე ზურაბისშვილს აქვს, შემდეგ კი მიხეილ სააკაშვილს. გამოკითხულთა უმრავლესობამ მიხეილ
სააკაშვილი ასევე ყველაზე დადებითად შეფასა.
კერძოდ, გამოკითხულთა 49%-ს ნეგატიური დამოკიდებულება აქვს ივანიშვილს და ზურაბიშვილს მიმართ. მიხეილ სააკაშვილს - 39%. ოპოზიციიდან ყველაზე უარყოფითი შეფასება ეკა ბესელიას (41%), ზურაბ ჯაფარიძეს (39%), გრიგოლ ვაშაძეს (38%), გიგი უგულავას (38%) და ნიკა მელიას (37%) აქვს.
მიხეილ სააკაშვილის მიმართ დადებითი დამოკიდებულება აქვს 26 %-ს, გრიგოლ ვაშაძეს დადებითად აფასებს 20%. 19%-მა კი ნიკა მელია დაასახელა.
სალომე ზურაბიშვილს გამოკითხულთა 13% დადებითად აფასებს, ბიძინა ივანიშვილს 17%.
კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 2019 წლის 19 ნოემბერი-13 დეკემბრის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 2,180 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე.
NDI-ის კვლევები ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით. გამოკითხვას ატარებს CRRC-საქართველო.
კერძოდ, გამოკითხულთა 49%-ს ნეგატიური დამოკიდებულება აქვს ივანიშვილს და ზურაბიშვილს მიმართ. მიხეილ სააკაშვილს - 39%. ოპოზიციიდან ყველაზე უარყოფითი შეფასება ეკა ბესელიას (41%), ზურაბ ჯაფარიძეს (39%), გრიგოლ ვაშაძეს (38%), გიგი უგულავას (38%) და ნიკა მელიას (37%) აქვს.
სალომე ზურაბიშვილს გამოკითხულთა 13% დადებითად აფასებს, ბიძინა ივანიშვილს 17%.
კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 2019 წლის 19 ნოემბერი-13 დეკემბრის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 2,180 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე.
NDI-ის კვლევები ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით. გამოკითხვას ატარებს CRRC-საქართველო.
მასალის გამოყენების პირობები