საქართველოში კორონავირუსის მეოთხე შემთხვევა დაფიქსირდა
პაციენტი, რომელსაც კორონავირუსი დაუდგინდა, საქართველოს მოქალაქეა. ის ქვეყანაში იტალიიდან დაბრუნდა.
ამის შესახებ, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა. მისივე თქმით, პირი სამშობლოში კვირას ჩამოვიდა, ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები კი მოგვიანებით გამოუვლინდა.
„მან მაღალი ტემპერატურის გამო თავად მიმართა ინფექციურ საავადმყოფოს. გუშინ, დილით მოხდა მისი ჰოსპიტალიზაცია “, - ამბობს გამყრელიძე.
ქვეყანაში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.
ამევ თემაზე:
საქართველოში კორონავირუსის მეორე შემთხვევა დადასტურდა
„მან მაღალი ტემპერატურის გამო თავად მიმართა ინფექციურ საავადმყოფოს. გუშინ, დილით მოხდა მისი ჰოსპიტალიზაცია “, - ამბობს გამყრელიძე.
ამევ თემაზე:
საქართველოში კორონავირუსის მეორე შემთხვევა დადასტურდა
მასალის გამოყენების პირობები