15 აპრილის ჩათვლით სამეგრელოში 23 გრადუსამდე დათბება
დღეიდან 15 აპრილის ჩათვლით საქართველოს მთელ ტერიტორიაზე და მათ შორის სამეგრელოშიც უნალექო ამინდი შენარჩუნდება.
გარემოს ეროვნული საგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების განყოფილების უფროსის დოდო გვაზავას თქმით, ჰაერის ტემპერატურა დღისით 22 – 26 გრადუსამდე მოიმატებს. გაძლიერდება აღმოსავლეთის მიმართულების ქარი 17–22 მ/წ–ში.
17 აპრილს დილის საათებში იწვიმებს და ჰაერის ტემპერატურა დაიკლებს 15 გრადუსამდე. სააგენტოს ცნობით კვირის ჩათვლით საქართველოში ამინდი შეიცვლება, დროგამოშვებით მოიღრუბლება და მცირე ნალექია მოსალოდნელი.
მასალის გამოყენების პირობები