ერთად გავამწვანოთ ზუგდიდი - საკრებულოს ინიციატივა მოქალაქეებს
ზუგდიდის საკრებულოში „მწვანე ბიუჯეტის“ საპროექტო განაცხადების მიღება დაიწყო. პროექტში მონაწილეობისათვის აუცილებელია ქალაქის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებულ ქუჩებსა და უბნებში შეიქმნას საინიციატივო ჯგუფები,
რომლებიც მუნიციპალიტეტს მიმართავენ გამწვანების პროექტებითა და სავარაუდო ხარჯთაღრიცხვით. თავის მხრივ, მუნიციპალიტეტი პროექტის 90 პროცენტს დააფინანსებს.
თითოეული პროექტის ღირებულება 10 000 არ უნდა აღემატებოდეს. ბიუჯეტში აღნიშნული პროგრამის განსახორციელებლად სულ 100 000 (ასი ათასი) ლარი გამოიყო.
განაცხადები მიიღება 5 - მაისიდან 25 მაისის ჩათვლით ზუგდიდის საკრებულოში (ზვიად გამსახურდიას გამზ. #45, II სართული) ან შემდეგ ელექტრონულ მისამართზე:
This e-mail address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it
განაცხადის ფორმა: https://drive.google.com/open
რეკომენდებული ნარგავები: https://drive.google.com/open
„შექმნილია „მწვანე ბიუჯეტის“ საბჭო, რომელიც მოახდენს შემოსული განაცხადების ვერიფიკაციას და განსაზღვრავს პროექტის განხორციელებისთვის საინიციატივო ჯგუფის ფინანსური თანამონაწილეობის ოდენობას. საბჭოს მუშაობაში მონაწილეობის მიღება სათათბირო ხმის უფლებით ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეუძლია“, - ამბობენ საკრებულოში.
შეგახსენებთ, ,,მწვანე ბიუჯეტის“ კონცეფცია დეპუტატ სანდრო სორდიას ეკუთვნის.
თითოეული პროექტის ღირებულება 10 000 არ უნდა აღემატებოდეს. ბიუჯეტში აღნიშნული პროგრამის განსახორციელებლად სულ 100 000 (ასი ათასი) ლარი გამოიყო.
განაცხადის ფორმა: https://drive.google.com/open
რეკომენდებული ნარგავები: https://drive.google.com/open
„შექმნილია „მწვანე ბიუჯეტის“ საბჭო, რომელიც მოახდენს შემოსული განაცხადების ვერიფიკაციას და განსაზღვრავს პროექტის განხორციელებისთვის საინიციატივო ჯგუფის ფინანსური თანამონაწილეობის ოდენობას. საბჭოს მუშაობაში მონაწილეობის მიღება სათათბირო ხმის უფლებით ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეუძლია“, - ამბობენ საკრებულოში.
შეგახსენებთ, ,,მწვანე ბიუჯეტის“ კონცეფცია დეპუტატ სანდრო სორდიას ეკუთვნის.
მასალის გამოყენების პირობები