პირველი მეგრულენოვანი ჟურნალი „სქანი“ თბილისში უკვე იყიდება, ზუგდიდში მალე გამოჩნდება
პირველი მეგრულენოვანი სამეცნიერო ხასიათის ჟურნალი „სქანი“ თბილისში უკვე იყიდება.
გამოცემის დამფუძნებლის და მთავარი რედაქტორის გივი ქარჩავას თქმით, ჟურნალი ზუგდიდში, პრესის ჯიხურებში მალე გამოჩნდება. პირველ ეტაპზე მისი ტირაჟი 800-მდე ეგზემპლარს შეადგენს და ფასი 5 ლარს არ აღემატება.
ბეჭდური გამოცემის პირველ ნომერში შესული სტატიები ეხება სამეგრელოს ისტორიას, ფრინველთა მეგრულ ტერმინოლოგიას, გენდერის საკითხს, გალის რაიონში შეცვლილ ტოპონიმიკას და ა.შ. ჟურნალში ასევე ნახავთ თარგმანებს, ლექსებს და პროზას. ამასთან, სპეციალურად ამ ნომრისთვის მწერალმა პაატა შამუგიამ ბავშვობის სიყვარულზე ნაწარმოები -„ჸოროფა არწო ართი ვა რე“ შექმნა. ჟურნალის გარეკანზე სიმბოლურად კოლხური ყოჩივარდაა გამოსახული, რომელიც გაზაფხულის მახარობელია და თოვლშიც ყვავილობს.
„ამ ეტაპზე ზუგდიდთან დაკავშირებით მიმდინარეობს მოლაპარაკებები წიგნის მაღაზიებთან და პრესის ჯიხურებთან. ხობში, ჩხოროწყუსა და მარტვილში შეთანხმება მიღწეულია. რაც შეეხება სამეგრელოს სხვა ქალაქებს, ვეცდებით ჟურნალი აქაც მალე გამოჩნდეს“, - თქვა გივი ქარჩავამ.
გამოცემის დამფუძნებელი ამბობს, რომ ამ ჟურნალის შექმნის მიზანი მეგრული ენის გადარჩენა და პოპულარიზაციაა.
რა მიზნით შეიქმა ჟურნალი ,,სქანი’’ და სხვა დეტალებზე, რამდენიმე დღის წინ დილის გადაცემაში ჟურნალის რედაქტორმა გივი ქარჩავამ ისაუბრა
ბეჭდური გამოცემის პირველ ნომერში შესული სტატიები ეხება სამეგრელოს ისტორიას, ფრინველთა მეგრულ ტერმინოლოგიას, გენდერის საკითხს, გალის რაიონში შეცვლილ ტოპონიმიკას და ა.შ. ჟურნალში ასევე ნახავთ თარგმანებს, ლექსებს და პროზას. ამასთან, სპეციალურად ამ ნომრისთვის მწერალმა პაატა შამუგიამ ბავშვობის სიყვარულზე ნაწარმოები -„ჸოროფა არწო ართი ვა რე“ შექმნა. ჟურნალის გარეკანზე სიმბოლურად კოლხური ყოჩივარდაა გამოსახული, რომელიც გაზაფხულის მახარობელია და თოვლშიც ყვავილობს.
გამოცემის დამფუძნებელი ამბობს, რომ ამ ჟურნალის შექმნის მიზანი მეგრული ენის გადარჩენა და პოპულარიზაციაა.
რა მიზნით შეიქმა ჟურნალი ,,სქანი’’ და სხვა დეტალებზე, რამდენიმე დღის წინ დილის გადაცემაში ჟურნალის რედაქტორმა გივი ქარჩავამ ისაუბრა
მასალის გამოყენების პირობები