დღეიდან ზუგდიდსა და სხვა დიდ ქალაქებში 22:00-დან დილის 5:00 საათამდე გადაადგილება შეიზღუდება
დღეიდან, 9 ნოემბრიდან შევა ძალაში საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილება, რომლის მიხედვით, ზუგდიდში, ფოთში, ქუთაისში, ბათუმში, რუსთავში, გორსა და თბილისში
22:00 საათიდან დილის 5:00 საათამდე გადაადგილება იზღუდება.
უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის ალექსანდრე ხოჯევანიშვილის თქმით, მოქალაქეებს, რომლებსაც 22:00 საათიდან აუცილებლობის შემთხვევაში გადაუდებელი გადაადგილება მოუწევთ, ცხელ ხაზზე დარეკვით, დროებითი საშვის მიღება შეეძლებათ.
„გადაუდებელი აუცილებლობიდან გამომდინარე, ჩვენს მოქალაქეებს შეეძლებათ 22:00 საათის შემდეგ გადაადგილებითვის ერთჯერადი, დროებითი საშვის მიღება 1441- ზე დარეკვის შემთხვევაში, რომელიც ამოქმედდება დღეს, 18.00 საათიდან“,- განაცხადა ხოჯევანიშვილმა საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა.
შესაბამისი გადაწყვეტილება კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილმა უწყებათაშორისმა კომისიამ 7 ნოემბერს მიიღო. შეზღუდვა ვრცელდება, როგორც ქვეითად მოსიარულეებზე, ასევე ტრანსპორტით გადაადგილებაზე. შეზღუდვა არ იმოქმედებს საერთაშორისო საავტომობილო გადაზიდვებზე და იმ პირებზე და მათ საავტომობილო საშუალებებზე, რომლებიც გადაადგილდებიან სტრატეგიული ობიექტების ფუნქციონირებისთვის.

მასალის გამოყენების პირობები