ჟენევის მოლაპარაკებების მთავარი თემა ოკუპირებულ რეგიონებში დაკავებულების გათავისუფლება იქნება
დღეიდან ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 53-ე რაუნდი იწყება. მთავარი საკითხი ოკუპირებულ ტერიტორიებზე
დაკავებული პირების გათავისუფლება იქნება.
ქართული დელეგაციის ინფორმაციით, კრიტიკულად მნიშვნელოვანია რუსეთის მიერ 2008 წლის 12 აგვისტოს ევროკავშირის შუამავლობით დადებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესრულება და ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში პროგრესის მიღწევა დღის წესრიგის მთავარ საკითხებზე, როგორიცაა: ადგილზე უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების შექმნა, ძალის არგამოყენება, იძულებთ გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა საკუთარ სახლებში დაბრუნება.
"უმთავრესი საკითხი იქნება ჩვენი მოქალაქეები, რომლებიც უკანონო პატიმრობაში იმყოფებიან როგორც აფხაზეთის ოკუპირებულ რეგიონში, ასევე ცხინვალის რეგიონის ტერიტორიაზე. ქართული დელეგაციის მხრიდან უმწვავესად იქნება საკითხი დაყენებული მათი უპირობო გათავისუფლების შესახებ. ასევე რა თქმა უნდა ჩვენ ვიმსჯელებთ გადაადგილების თავისუფლებაზე, გალი და ახალგორის რაიონში შექმნილ სიტუაციაზე, რომელიც უკიდურესად მძიმეა და საუბარი გვექნება დევნილთა დაბრუნებაზეც," - აცხადებს სახელმწიფო მინისტრის აპარატის წარმომადგენელი ზვიად ზვიადაძე.
საქართველოს წარმომადგენლები იმედოვნებენ, რომ მოლაპარაკებები საერთაშორისო პარტნიორების დახმარებით შედეგის მომტანი იქნება და რუსეთი ლეგიტიმურ მოთხოვნებს შეასრულებს.

მასალის გამოყენების პირობები