სეს-მა კვერცხისა და საკონდიტრო ნაწარმის საცხობების კონტროლი გაააქტიურა
აღდგომის დღესასწაულის მოახლოებასთან ერთად, სურსათის ეროვნულმა სააგენტომ კვერცხის ადგილობრივი წარმოებების, იმპორტიორების, საბითუმო, მსხვილი და მცირე სავაჭრო ობიექტების, აგრეთვე საკონდიტრო ნაწარმის საცხობების კონტროლი მთელი საქართველოს მასშტაბით გაააქტიურა.
ინფორმაციას უწყება ავრცელებს.
სეს-ის ცნობით, მოწმდება შენახვისა და რეალიზაციის პირობები, ვარგისიანობის ვადები, წარმოების პროცესი და ეტიკეტირების შესაბამისობა კანონმდებლობასთან.
გარდა ამისა, სახელმწიფო კონტროლი უკვე განხორციელდა სხვადასხვა პროფილის ბიზნესოპერატორთან. ჩატარებული დოკუმენტური შემოწმებისა და ინსპექტირების შედეგად, დარღვევები არ გამოვლინდა.
სააგენტოს ინსპექტირების ჯგუფები კონტროლს მთელი ქვეყნის მასშტაბით განაგრძობენ.

მასალის გამოყენების პირობები