რუბრიკები
89 წლის ეთერ ცხადაია ზუგდიდის პროკურატურას უყურადღებობაში ადანაშაულებს (ვიდეო)
მეფრინველეობის ფაბრიკის ყოფილი მფლობელი სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურის თანამშრომლების ნაწილს გულგრილობასა და უყურადღებობაში ადანაშაულებს. მისი თქმით, ის პროკურატურაში დაიბარეს, თუმცა მან პროკურორებთან შეხვედრა ვერ მოახერხა. გარდა ამისა, ეთერ ცხადაია თავისი საქმის გადაკვალიფიცირებას ითხოვს და აცხადებს, რომ მას არა მხოლოდ მორალური, არამედ - მატერიალური ზიანიც მიადგა. „ტყუილს ვერ ვიტყვი, ერთხელ შემხვდა ოლქის პროკურორის მოადგილე ნონა თოლორაია. შემდეგ დამიბარეს და მოვედი 1 აგვისტოს, თავსხმა წვიმა იყო… ვუთხარი: ოლქის პროკურორთან გიზო უგულავასთან მინდა შეხვედრა მეთქი. მითხრეს: დაელოდე და მიგიღებსო… ამასობაში გავიდა სამი საათი. წარმოიდგინეთ, 89 წლის ქალი სამი საათი ვუცდიდი…ვფიქრობ, უბილავამ არ იცოდა, რომ ველოდებოდი, თორემ - მიმიღებდა. ის ძალიან თავაზიანი კაცია… მინდა ასვე გითხრათ, რომ ეს ეს ყველაფერი ნაციონალების ნაფლეთების ბრალია, რომლებიც აქ როლანდ ახალიას დროს მუშაობდნენ “, – თქვა ეთერ ცხადაიამ. ამასთან, ინდივიუალური მეწარმე შინაგან საქმეთა მინისტრს გიორგი მღებრიშვილს მიმართავს და ითხოვს, პირად კონტროლზე აიყვანოს მისი საქმე. ეთერ ცხდაიას ბრალდებებზე სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურაში კომენტარს არ აკეთებენ. ინდ. მეწარმე უკვე შვიდი წელია მეფრინველეობის ფაბრიკის ჩამორთმევის საქმის გამოძიებას ითხოვს. ფაბრიკის ჩამორთმევაში ის ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლებს, მათ შორის, სამეგრელო-ზემო სვანეთის ყოფილ გუბერნატორს ზაზა გოროზიას ადანაშაულებს. ეთერ ცხადაია 2008 წელს საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივით შექმნილი შეღავათიანი კრედიტის პროგრამით დაფინანსებული მეწარმეა, რომელსაც მისივე მტკიცებით, პროექტით გათვალისწინებული თანხის მხოლოდ ნაწილი 180 000 ლარი ჩაერიცხა, რის გამოც იგი იძულებული გახდა პროექტი შეეჩერებინა. პროექტის ფარგლებში ეთერ ცხადაიას 500 000 - მდე ლარი უნდა მიეღო. შეუსრულებელი საქმიანობის გამო, მისივე თქმით , პენსია და ქონება დაუყადაღეს.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდის დიაგნოსტიკურ ცენტრ “ჯან-მედის” გინეკოლოგიური განყოფილება ტექნიკური და პროფესიული განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა. კლინიკაში დამონტაჟდა უახლესი თაობის დიაგნოსტიკური აპარატი - კოლპოსკოპი.
ეუკარბონი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მედიკამენტია, რომელიც იმ დროს უნდა მიიღოთ, როდესაც ყაბზობა და მასთან დაკავშირებული სიმპტომები "შემოგიტევთ".
წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ფონდი „სოხუმის“ ფორუმ-თეატრის წარმომადგენლების ჩვენება გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ ახალგაზრდული ჯგუფი და ურთიერთდახმარების ქალთა ჯგუფი.
სტატია
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
27 / ივნისი 2025
დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმი, უფლისწული ნიკო დადიანის სასახლე მასპინძლობს ლეოპოლდ (ბოჩია) ძაძამიძის პერსონალურ გამოფენას.
26 / ივნისი 2025
სამეგრელოში სამგლოვიარო რიტუალი,ითვალისწინებდა დროის გარკვეული ვადით განსაკუთრებული ტიპის სამოსელის ტარებას.ამგვარი დანიშნულების ტანსაცმელის აღსანიშნავად სამეგრელოში სხვადასხვა ტერმინს იშველიებდნენ. არსებობდა სხვადასხვა ფერის სამგლოვიარო სამოსი ,რომლებსაც გარკვეული დანიშნულება ჰქონდა.დღევანდელ გადაცემაში საუბარია ყველა იმ ტიპის სამოსზე რომელსაც იყენებდნენ გლოვის დროს და დეტალურადაა აღწერილი როგორ იკერებოდა ის. 
26 / ივნისი 2025
ზუგდიდის დიაგნოსტიკურ ცენტრ “ჯან-მედის” გინეკოლოგიური განყოფილება ტექნიკური და პროფესიული განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა. კლინიკაში დამონტაჟდა უახლესი თაობის დიაგნოსტიკური აპარატი - კოლპოსკოპი.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« ივლისი 2025 »»
30 1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31 123
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.