რუბრიკები
სოზარ სუბარმა ზუგდიდსა და ქუთაისში მიმდინარე მასშტაბური მშენებლობები დაათვალიერა (ვიდეო)
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრმა სოზარ სუბარმა და მინისტრის მოადგილემ მამუკა ცოტნიაშვილმა ზუგდიდსა და ქუთაისში კორპუსების მშენებლობის პროცესი დაათვალიერეს. სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, ზუგდიდში 2 016 დევნილი ოჯახისთვის 26 თორმეტსართულიანი კორპუსი აშენდება. 2 კორპუსის მშენებლობა უკვე მიმდინარეობს, სადაც ბინას 144 დევნილი ოჯახი მიიღებს. სამშენებლო სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია "ტრანსმშენი" ახორციელებს. ქუთაისში, 2 000 დევნილი ოჯახის განსახლების მიზნით, 25 თექვსმეტსართულიანი კორპუსი აშენდება. 2 კორპუსის მშენებლობა უკვე დაიწყო, სადაც ბინას 160 დევნილი ოჯახი მიიღებს. სამშენებლო სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია "საბა კონსტრაქშენი" ახორციელებს. ქუთაისსა და ზუგდიდში მიმდინარე სამუშაოების პარალელურად დაიწყება ახალი კორპუსების მშენებლობაც. სოზარ სუბარი მშენებლებსა და იქ დასაქმებულ მუშებს გაესაუბრა. ზუგდიდში მიმდინარე მშენებლობაზე 10 დევნილია დასაქმებული, ხოლო ქუთაისში - 7. მშენებლობის მასშტაბებიდან გამომდინარე, ეს რიცხვები მომავალში კიდევ უფრო გაიზრდება. ზუგდიდში მშენებლობის დასრულების ვადად განსაზღვრულია 2016 წლის 31 ნოემბერი, ხოლო ქუთაისში 1 ოქტომბერი. სამშენებლო კომპანიების წარმომადგენლების განცხადებით, სამუშაოები დაგეგმილზე ორი თვით ადრე დასრულდება.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდის დიაგნოსტიკურ ცენტრ “ჯან-მედის” გინეკოლოგიური განყოფილება ტექნიკური და პროფესიული განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა. კლინიკაში დამონტაჟდა უახლესი თაობის დიაგნოსტიკური აპარატი - კოლპოსკოპი.
ეუკარბონი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მედიკამენტია, რომელიც იმ დროს უნდა მიიღოთ, როდესაც ყაბზობა და მასთან დაკავშირებული სიმპტომები "შემოგიტევთ".
წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ფონდი „სოხუმის“ ფორუმ-თეატრის წარმომადგენლების ჩვენება გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ ახალგაზრდული ჯგუფი და ურთიერთდახმარების ქალთა ჯგუფი.
სტატია
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
27 / ივნისი 2025
დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმი, უფლისწული ნიკო დადიანის სასახლე მასპინძლობს ლეოპოლდ (ბოჩია) ძაძამიძის პერსონალურ გამოფენას.
26 / ივნისი 2025
სამეგრელოში სამგლოვიარო რიტუალი,ითვალისწინებდა დროის გარკვეული ვადით განსაკუთრებული ტიპის სამოსელის ტარებას.ამგვარი დანიშნულების ტანსაცმელის აღსანიშნავად სამეგრელოში სხვადასხვა ტერმინს იშველიებდნენ. არსებობდა სხვადასხვა ფერის სამგლოვიარო სამოსი ,რომლებსაც გარკვეული დანიშნულება ჰქონდა.დღევანდელ გადაცემაში საუბარია ყველა იმ ტიპის სამოსზე რომელსაც იყენებდნენ გლოვის დროს და დეტალურადაა აღწერილი როგორ იკერებოდა ის. 
26 / ივნისი 2025
ზუგდიდის დიაგნოსტიკურ ცენტრ “ჯან-მედის” გინეკოლოგიური განყოფილება ტექნიკური და პროფესიული განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა. კლინიკაში დამონტაჟდა უახლესი თაობის დიაგნოსტიკური აპარატი - კოლპოსკოპი.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« ივლისი 2025 »»
30 1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31 123
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.