რუბრიკები
ზუგდიდში სანომრე ფირნიშების დიზაინზე იმსჯელეს (ვიდეო)
ზუგდიდში ფირნიშების შემოღებასთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრა გაიმართა. მას ადგილობრივი თვითმმართველობის და საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრნენ. საკრებულოს წარმომადგენლებმა შეხვედრაზე ლურჯი და თეთრი ფერების კომბინაციით შექმნილი სანომრე ფირნიშის ნიმუშები წარმოადგინეს. გარდა ამისა, ფირნიშებზე სარეკლამო ადგილის განთავსების საკითხიც განიხილეს. შეხვედრის ნაწილის აზრით, ფირნიშებზე რეკლამის განთავსება მიუღებელია, ხოლო ნაწილი ამ მოსაზრებას ემხრობა. საკრებულოს თავმჯდომარის მერაბ ქვარაიას განმარტებით, იმ შემთხვევაში თუ ფირნიშებზე რეკლამების განთავსება გადაწყდება, მისი დამზადების ხარჯებზე პასუხისმგებლობა, შესაძლებელია, იმ კომპანიებმა აიღონ, რომლებიც მასზე რეკლამებს განათავსებენ. შეხვედრის მონაწილეებმა ფირნიშის დიზაინთან დაკავშირებით საკუთარი მოსაზრებები გამოთქვეს. საზოგადოება „ზუგდიდელის“ წარმომადგენლის კარლო ვეკუას თქმით, უმჯობესია, ქუჩის დასაწყისში ქუჩის სახელი იყოს მითითებული, ხოლო სახლებსა თუ შენობა - ნაგებობებს მხოლოდ ნომრები მიენჭოს, რაც თავისთავად ხარჯებსაც შეამცირებს. საკრებულოს წევრის კახაბერ ფარცვანიას აზრით, კარგი იქნება, თუ ფირნიშებს დადიანების სასახლის ქონგურის კონტურები ექნებათ. ფირნიშების დიზაინის თაობაზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე მსჯელობა გაგრძელდება.  
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდის დიაგნოსტიკურ ცენტრ “ჯან-მედის” გინეკოლოგიური განყოფილება ტექნიკური და პროფესიული განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა. კლინიკაში დამონტაჟდა უახლესი თაობის დიაგნოსტიკური აპარატი - კოლპოსკოპი.
ეუკარბონი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მედიკამენტია, რომელიც იმ დროს უნდა მიიღოთ, როდესაც ყაბზობა და მასთან დაკავშირებული სიმპტომები "შემოგიტევთ".
წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ფონდი „სოხუმის“ ფორუმ-თეატრის წარმომადგენლების ჩვენება გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ ახალგაზრდული ჯგუფი და ურთიერთდახმარების ქალთა ჯგუფი.
სტატია
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
27 / ივნისი 2025
დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმი, უფლისწული ნიკო დადიანის სასახლე მასპინძლობს ლეოპოლდ (ბოჩია) ძაძამიძის პერსონალურ გამოფენას.
26 / ივნისი 2025
სამეგრელოში სამგლოვიარო რიტუალი,ითვალისწინებდა დროის გარკვეული ვადით განსაკუთრებული ტიპის სამოსელის ტარებას.ამგვარი დანიშნულების ტანსაცმელის აღსანიშნავად სამეგრელოში სხვადასხვა ტერმინს იშველიებდნენ. არსებობდა სხვადასხვა ფერის სამგლოვიარო სამოსი ,რომლებსაც გარკვეული დანიშნულება ჰქონდა.დღევანდელ გადაცემაში საუბარია ყველა იმ ტიპის სამოსზე რომელსაც იყენებდნენ გლოვის დროს და დეტალურადაა აღწერილი როგორ იკერებოდა ის. 
26 / ივნისი 2025
ზუგდიდის დიაგნოსტიკურ ცენტრ “ჯან-მედის” გინეკოლოგიური განყოფილება ტექნიკური და პროფესიული განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა. კლინიკაში დამონტაჟდა უახლესი თაობის დიაგნოსტიკური აპარატი - კოლპოსკოპი.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« ივლისი 2025 »»
30 1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31 123
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.