"იმედის"საინფორმაციო სამსახურის თანამშრომლები განცხადებას ავრცელებენ
ტელეკომპანია "იმედის" საინფორმაციო სამსახურის ჟურნალისტები
ნანა ლეჟავას დანიშვნას განცხადებით გამოეხმაურნენ, რომელსაც
რადიო "ათინათი" უცვლელად გთავაზობთ:
"ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ თანამდებობიდან გათავისუფლდა საინფორმაციო სამსახურის უფროსი მაია თაბაგარი. "ქრონიკის" თანამშრომლებს მიგვაჩნია, რომ ყოვლად მიუღებელია არსებულ ვითარებაში, წინასაარჩევნო პერიოდში საინფორმაციო სამსახურის უფროსის გათავისუფლება და არ არსებობს რაიმე ობიექტური მიზეზი ასეთი რადიკალური ზომის მისაღებად. მიგვაჩნია, რომ საკადრო ცვლილება წინასაარჩევნო პერიოდში ეჭვქვეშ დააყენებს არხის და მისი თანამშრომლების რეპუტაციას, სანდოობას და სიტყვის თავისუფლების ხარისხს ტელეკომპანია "იმედში",- ვკითხულობთ ჟურნალისტების განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ ნანა ლეჟავა "ტელეიმედის" საინფორმაციო სამსახურს მაია თაბაგარის ნაცვლად უხელმძღვანელებს. უკვე ყოფილი საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელი კი გენერალური დირექტორის კონსულტანტის პოზიციაზე დაინიშნა.
აღნიშნული ინფორმაცია თავად ტელეკომპანია „იმედის“ საინფორმაციო გამოშვებიდან გახდა ცნობილი. არხის ხელმძღვანელობას საკადრო ცვლილებებთან დაკავშირებით კომენტარი არ გაუკეთებია. ნანა ლეჟავა კი არხის ჟურნალისტებს უკვე შეხვდა.

მასალის გამოყენების პირობები