კვლევა: მთავრობის საქმიანობას 64% უარყოფითად აფასებს, 30% დადებითად
ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევის თანახმად, გამოკითხულთა უმრავლესობა მთავრობის საქმიანობას ნეგატიურად აფასებს.
კითხვაზე როგორ შეაფასებდით არსებული მთავრობის საქმიანობას, გამოკითხულთა 64% პასუხობს, რომ ცუდად, 30% კარგად, ხოლო 5%-მა არ იცის პასუხი.
ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის (ND) მიერ ჩატარებული კვლევის საველე სამუშაოები 2019 წლის 19 ნოემბრიდან 13 დეკემბრის ჩათვლით მიმდინარეობდა. კვლევის ფარგლებში სულ გამოკითხა 2 180 ადამიანი. საშუალო ცდომილების ზღვარი 1,9%-ია.

მასალის გამოყენების პირობები