გუშინდელი დარბევის მიუხედავად, აქცია პარლამენტთან დღესაც გაიმართება
თბილისში, რუსთაველის გამზირზე ოპოზიციური პარტიების საერთო საპროტესტო აქციის გამართვა დღესაც იგეგმება. ოპოზიციონერი ლიდერები მხარდამჭერებს პარლამენტთან შეკრებისკენ
18:00 საათზე მოუწოდებენ.
გუშინ საკოანონმდებლო ორგანოსთან დაწყებული საპროტესტო აქცია ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან მას შემდეგ გაგრძელდა, რაც ოპოზიციონერი ლიდერების 3 მოთხოვნის შესასრულებლად ვადა 20:00 საათზე ამოიწურა.
რაც შეეხება ცესკოსთან განვითარებულ მოვლენებს, აქ პოლიციამ აქციის მონაწილეების წინააღმდეგ წყლის ჭავლი გამოიყენა. მომიტინგეებისგან ტერიტორიის განთავისუფლების პროცესში ჩართული იყო სპეცრაზმი.
მომიტინგეების წინააღმდეგ წყლის ჭავლი რამდენჯერმე გამოიყენეს. საბოლოოდ, ოპოზიციონერი ლიდერების გადაწყვეტილებით, აქცია გვიან ღამით დასრულდა.
ოპოზიციური პარტიების მოთხოვნები უცვლელია: 1. ხელახალი თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარება; 2. ცესკოს თავმჯდომარის, თამარ ჟვანიას გადადგომა და კომისიების სამართლიანი პრინციპით დაკომპლექტება; 3. პოლიტპატიმრების გათავისუფლება.
ინფორმაციისთვის, მომიტინგეები 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს არ ეთანხმებიან და აცხადებენ, რომ მთავრობამ არჩევნები გააყალბა.
გუშინ საკოანონმდებლო ორგანოსთან დაწყებული საპროტესტო აქცია ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან მას შემდეგ გაგრძელდა, რაც ოპოზიციონერი ლიდერების 3 მოთხოვნის შესასრულებლად ვადა 20:00 საათზე ამოიწურა.
მომიტინგეების წინააღმდეგ წყლის ჭავლი რამდენჯერმე გამოიყენეს. საბოლოოდ, ოპოზიციონერი ლიდერების გადაწყვეტილებით, აქცია გვიან ღამით დასრულდა.
ოპოზიციური პარტიების მოთხოვნები უცვლელია: 1. ხელახალი თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარება; 2. ცესკოს თავმჯდომარის, თამარ ჟვანიას გადადგომა და კომისიების სამართლიანი პრინციპით დაკომპლექტება; 3. პოლიტპატიმრების გათავისუფლება.
ინფორმაციისთვის, მომიტინგეები 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს არ ეთანხმებიან და აცხადებენ, რომ მთავრობამ არჩევნები გააყალბა.
მასალის გამოყენების პირობები