10 მილიარდი დოლარი სირიის დასხმარებლად
ლონდონში გამართულ პრესკონფერენციაზე დონორმა ქვეყნებმა სირიის ომისგან დაზარალებულთათვის 10 მილიარდ დოლარზე მეტი შეაგროვეს.
თანხის მნიშვნელოვანი ნაწილი თურქეთში, ლიბანსა და იორდანიაში ჰუმანიტარულ ოპერაციებზე დაიხარჯება, სადაც 4-დან 6 მილიონამდე სირიელი ლტოლვილი ცხოვრობს.
"ევრონიუსის" ინფორმაციით, შეგროვილი თანხა იმაზე მეტი აღმოჩნდა, რაც დონორი ქვეყნების კონფერენციის მოწვევის ინიციატორმა გაერომ მოითხოვა.
კონფერენციის მონაწილეები ასევე შეთანხმდნენ, რომ რა თანხაც არ უნდა შეაგროვონ დონორებმა, საომარი მოქმედებების შეწყვეტისა და პოლიტიკური მოლაპარაკებების გარეშე სირიის პრობლემა ვერ გადაწყდება.
მასალის გამოყენების პირობები