პეტერბურგში ტერაქტის მოწყობაში ეჭვმიტანილი ყირგიზეთის მოქალაქეა
სანკტ - პეტერბურგში მომხდარი ტერაქტის მოწყობაში ეჭვმიტანილი ყირგიზეთის მოქალაქე, 22 წლის აკბარჟონ ჯალილოვი იძებნება, რომელიც
მეტროში სათვალთვალო კამერებმა დააფიქსირეს. ცნობილია, რომ ის 6 წელია პეტერბურგში ცხოვრობს. ინფორმაციას ყირგიზეთის სპეცსამსახურები ადასტურებენ, წერს რუსული მედია.გამოძიების ვერსიით, ჯალილოვმა ბომბი მეტროსადგურ "სენნაია პლოშადზე" დატოვა და ასაფეთქებელი მოწყობილობა ვაგონში, "სენნაია პლოშადსა" და "ტექნოლოგიურ ინსტიტუტს" შორის აამოქმედა.
3 აპრილს, სანკტ-პეტერბურგიის მეტროში აფეთქება მოხდა. 11 ადამიანი დაიღუპა, 50 - ზე მეტი - დაშავდა. პეტერბურგში სამდღიანი გლოვაა გამოცხადებული.
მასალის გამოყენების პირობები