ახალი ამბები
50-მდე მეწარმე უკანონო საქმიანობისთვის სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცა
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა უკანონო სამეწარმეო საქმიანობის ბრალდებით 47 მეწარმე სუბიექტი სისხლის სამართლის  პასუხისგებაში მისცეს.

უწყების ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ 23 ბრალდებული სამეწარმეო - კომერციულ საქმიანობას სახელმწიფო რეგისტრაციის გარეშე ეწეოდა, 20 მეწარმე სუბიექტი შესაბამისი ნებართვის გარეშე ორგანიზებას უწევდა აზარტული თამაშებს, 2 ბრალდებული ავტორიზაციის და ლიცენზიის პირობების დარღვევით ახდენდა მედიკამენტების რეალიზაციას, ხოლო 2 მეწარმე ლიცენზირების პირობების დარღვევით მოიპოვებდა ინერტულ მასალებს.

საგამოძიებო სამსახურის ცნობით, ამ ეტაპზე საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება აღნიშნული სახის დანაშაულის ჩამდენი სხვა პირების გამოვლენის მიზნით.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 192-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 3-დან 5 წლამდე ვადით.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
2024 წლის იანვრიდან, სამეგრელოს რეგიონში მოქმედებს საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრი „აფხაზეთის“ საკონსულტაციო ცენტრი.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა აქტიურად მიმდინარეობს.
ზამთარში თუ შვებულების საინტერესოდ გატარებას გეგმავ, მთავარი მისი სწორად დაგეგმვაა. სწორი გათვლებითა და მცირე დანახარჯებით შეგიძლიათ ოცნების არდადეგები მოიწყოთ.
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
07 / იანვარი 2025
პროევროპული უწყვეტი პროტესტის მე-40 დღეს, ზუგდიდში შობის დღესასწაულს მოქალაქეები სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის შენობასთან
06 / იანვარი 2025
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, პოლიციამ მესტიაში ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის, დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის მცდელობის და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით, ორი პირი - 1986 წელს დაბადებული რ.პ. და 1992 წელს დაბადებული ბ.ჭ. დააკავეს.
06 / იანვარი 2025
მესტიის მუნიციპალიტეტში მომხდარ თავდასხმასთან დაკავშირებით სამძებრო-დაკავების ოპერაცია ამ დრომდე მიმდინარეობს. არსებული ინფორმაციით, სამართალდამცავები გატაცებულ ტურისტს, რუსეთის მოქალაქეს ეძებენ, რომელსაც, თანხმლებ ქალთან ერთად, სავარაუდოდ, თავს ორი პირი დაესხა. 
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
05 / დეკემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« იანვარი 2025 »»
3031 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.