ახალი ამბები
კადრები გაღმა ნაპირიდან - მავთულხლართით გაყოფილი სამგლოვიარო პროცესია
სოციალურ ქსელში ოტობაია-ორსანტიას ხიდთან შემდგარი სამგლოვიარო პროცესიის ახალი ფოტოები ვრცელდება. ფოტოები ოკუპირებული აფხაზეთის მხარესაა გადაღებული. ფეისბუქ ჯგუფში „დევნილები დევნილებისთვის“ გამოქვეყნებულ კადრებში ჩანს, თუ როგორ მოასვენა ოჯახმა ხიდთან მიცვალებული, რათა ენგურს გამოღმა, ხიდის მეორე მხარეს შეკრებილ ნათესავებს მისი დატირება შორიდან მაინც შესძლებოდათ.

სამგლოვიარო პროცესიის შესახებ რეპორტაჟი და ვიდეო მასალა რადიო „ათინათმა“ გუშინ გამოაქვეყნა. ჩვენი ფოტო და ვიდეო კადრები ხიდის ერთი ბოლოდან, ორსანტიაში იყო გადაღებული. აქ გალში გარდაცვლილი გოჩა ტუფურიას 50-მდე ნათესავი და ახლობელი იყო შეკრებილი, ისინი, ვინც დაკრძალვაზე აფხაზეთში გადასვლა ვერ მოახერხა.

ხიდთან შეკრებილებმა ოჯახს სამძიმარი შორიდან გამოუცხადეს. ენგურის გაღმა და გამოღმა ნაპირზე მყოფმა ახლობლებმა ერთმანეთს მწუხარება გაუზიარეს და ამ სიტყვებით გაამხნევეს:

ორსანტია: აქ მარტო ორსანტია არ არის, ყველა რაიონიდან ვართ. გული გაიმაგრეთ

ოტობაია: გაიხარეთ, გაიხარეთ, ისე ყოფილიყოს, რომ მიმოსვლა შეგვეძლოს

ორსანტია: იქნება, ამას არ უნდა ბევრი ხანი

ოტობაია: ღმერთმა ქნას, რომ ასე არ ყოფილიყოს

ორსანტია: არცერთ ქვეყანაში არ არ არის ასე, ამას ხომ უნდა ნერვები. რამხელა დამცირებაა, საქართველოსთვისაა ეს ყველზე ცუდი

აფხაზეთის დე - ფაქტო ხელისუფლებამ ხურჩა-ნაბაკევისა და ოტობაია–ორსანტიას გამშვები პუნქტები 2017 წლის 5 მარტს დახურა. ეს გადაწყვეტილება სოხუმში 2016 წლის 28 დეკემბერს მიიღეს. მას შემდეგ აფხაზეთში მიმოსვლა მხოლოდ ენგურზე მდებარე ე.წ. სასაზღვრო გამშვები პუნქტითაა შესაძლებელი. ოკუპირებულ ტერიტორიაზე გადასვლა მოქალაქეებს დროებითი ბინადრობის მოწმობით ან გარკვეული თანხის გადახდის სანაცვლოდ შეუძლიათ.

ფოტოები გაღმა ნაპირიდან: ფეისბუქ ჯგუფი „დევნილები დევნილებისთვის“

ამავე თემაზე:

მავთულხლართით გაყოფილი სამგლოვიარო პროცესია - მიცვალებული აფხაზეთში სამეგრელოდან დაიტირეს (ფოტო-ვიდეო)

Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდის დიაგნოსტიკურ ცენტრ “ჯან-მედის” გინეკოლოგიური განყოფილება ტექნიკური და პროფესიული განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა. კლინიკაში დამონტაჟდა უახლესი თაობის დიაგნოსტიკური აპარატი - კოლპოსკოპი.
ეუკარბონი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მედიკამენტია, რომელიც იმ დროს უნდა მიიღოთ, როდესაც ყაბზობა და მასთან დაკავშირებული სიმპტომები "შემოგიტევთ".
წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ფონდი „სოხუმის“ ფორუმ-თეატრის წარმომადგენლების ჩვენება გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ ახალგაზრდული ჯგუფი და ურთიერთდახმარების ქალთა ჯგუფი.
სტატია
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
27 / ივნისი 2025
დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმი, უფლისწული ნიკო დადიანის სასახლე მასპინძლობს ლეოპოლდ (ბოჩია) ძაძამიძის პერსონალურ გამოფენას.
26 / ივნისი 2025
სამეგრელოში სამგლოვიარო რიტუალი,ითვალისწინებდა დროის გარკვეული ვადით განსაკუთრებული ტიპის სამოსელის ტარებას.ამგვარი დანიშნულების ტანსაცმელის აღსანიშნავად სამეგრელოში სხვადასხვა ტერმინს იშველიებდნენ. არსებობდა სხვადასხვა ფერის სამგლოვიარო სამოსი ,რომლებსაც გარკვეული დანიშნულება ჰქონდა.დღევანდელ გადაცემაში საუბარია ყველა იმ ტიპის სამოსზე რომელსაც იყენებდნენ გლოვის დროს და დეტალურადაა აღწერილი როგორ იკერებოდა ის. 
26 / ივნისი 2025
ზუგდიდის დიაგნოსტიკურ ცენტრ “ჯან-მედის” გინეკოლოგიური განყოფილება ტექნიკური და პროფესიული განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა. კლინიკაში დამონტაჟდა უახლესი თაობის დიაგნოსტიკური აპარატი - კოლპოსკოპი.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« ივლისი 2025 »»
30 1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31 123
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.