ენგურის ხიდზე სამედიცინო შემოწმება დაიწყო
ენგურის ხიდზე ე.წ გამშვებ პუნქტთან მობილური პოლიკლინიკაა განთავსებული, სადაც მოქალაქეები სამედიცინო შემოწმებას გადიან.
ადგილობრივების ინფორმაციით, შემოწმება დღეს დაიწყო და ის ძირითადად ზუგდიდიდან გალის მიმართულებით მიმავალ პირებს ეხება.
"ყველას ამოწმებენ. სავარაუდოდ კორონავირუსთან დაკავშირებით. მე დიხაზურგადან მოვდივარ ზუგდიდში. მეც გავიარე შემოწმება. სიცხე გამიზომეს და რენდგენი გადამიღეს", - ამბობს გალის მცხოვრები.
მისივე თქმით, გადასასვლელთან სადაც სპეციალური ამბულატორიაა, რიგი დგას.
28 იანვრიდან სოხუმმა კორონავირუსთან დაკავშირებით ენგურის ხიდზე კონტროლის გამკაცრება გადაწყვიტა. აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრემიერ - მინისტრის ვიტალი ბგანბას დავალებით, პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში, „ფსოუსა“ და „ენგურის“ ე.წ. გამშვებ პუნქტებზე განთავსდა მობილური პოლიკლინიკები, სადაც დისტანციური თერმომეტრებით ამოწმებენ მოქალაქეებს. გარდა ამისა, საგანგებოდ შეკრებილ თათბირზე ითქვა, რომ „აფხაზეთის ტერიტორიაზე ინფექციის მატარებლების შესვლის თავიდან აუცილებლად შეიზღუდება უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე ტურისტული ვიზების გაცემა და გამკაცრდება კონტროლი შრომითი ემიგრანტების შემოდინებაზე“.
„აფხაზეთის ჯანდაცვის სამინისტროს“ მონაცემებით, დღესდღეობით ოკუპირებულ რესპუბლიკაში კორონავირუსის ინფექციით დაავადების არცერთი შემთხვევა არ დარეგისტრირებულა.

მასალის გამოყენების პირობები