"კოლხეთის დედა" და "მეფე ქუჯი" - ქანდაკებები, რომელთა დადგმაც ზუგდიდში 30 წლის წინ სურდათ
მეხუთე მოწვევის პარლამენტის წევრი და ზუგდიდის ყოფილი აღმასკომის თავმჯდომარე ოთარ ჭითანავა თანამოქალაქეებს, ქალაქის ცენტრში ღვთისმშობლის ფრესკის აღმართვასთან დაკავშირებით
სოციალურ ქსელში მიმართავს და მოუწოდებს მათ, არ იჩქარონ გადაწყვეტილების მიღება.
ის ზუგდიდელებს სხვა იდეასაც სთავაზობს და ფეისბუკის საკუთარ გვერდზე ჯერ კიდევ 30 წლის წინ დამზადებულ მაკეტებს აქვეყნებს, რასაც მოწონება და გამოხმაურება მოჰყვა.
ქალაქის ყოფილმა პირველმა პირმა რადიო "ათინათს" უთხრა, რომ "მეფე ქუჯის'" და "კოლხეთის დედის" მაკეტი მოქანდაკეებისა და დარგის სპეციალისტების კონსულტაციის შედეგად შეიქმნა. მისი ავტორები არიან ჯუმბერ ჯიქია და ბადრი სხულუხია.
"მოედანი ცარიელი იყო და გვინდოდა ისეთი რამის დადგმა, რაც მოუხდებოდა ამ სივრცეს. მაშინ, 1988 წელს, ამ თემასთან დაკავშირებით, ჩვენთან ჩამოვიდა ცნობილი ქართველი მოქანდაკე და ფერმწერი მერაბ ბერძენიშვილი და ვიმსჯელეთ ამ საკითხზე. ზუგდიდელ მოქანდაკეებს მიეცათ დრო მაკეტის შესაქმნელად და წარმოადგინეს ორი პროექტი. შემდეგ იყო არეულობის წლები და ვერ განხორციელდა ეს იდეა",- თქვა ოთარ ჭითანავამ.
ის ეპარქიის იდეას მიესალმება, თუმცა ამბობს, რომ ღვთისმშობლის მოზაიკურ ფრესკას სხვა ადგილი უნდა შეურჩიონ. მისივე თქმით, გადაწყვეტილება ერთპიროვნული არ უნდა იყოს. ამასთან, ის ქალაქის თვითმმართველობის წარმომადგენლებს მოუწოდებს, სიფრთხილით მოეკიდონ ამ საკითხს.
"არ ივაჭრონ იმით, რომ პატრიარქმა მოიწონა. ვინ არ მოიწონებს ღვთისმშობლის ფრესკას ? მაგრამ პატრიარქს არ უთქვამს გუბერნიის, შადრევნის ან მაკდონალდსის წინ დაიდგასო. ყველაფერთან ერთად, ამ კვარცხლბეკზე იდგა ტირანის ძეგლი და როგორ შეიძლება ახლა იქ ღვთისმშობლის ფრესკა აღიმართოს", - ამბობს ჭითანავა.
ოთარ ჭითანავა
ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიას ქალაქის მთავარ მოედანზე ღვთისმშობლის ფრესკის აღმართვა სურს. მისი მაკეტი გასული წლის 2 ივნისს დადგეს, რამაც მოსახლეობაში აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია. სოციალური ქსელის მომხმარებლების ნაწილს მოსწონს ეპარქიის იდეა, ნაწილისთვის კი წმინდანის ფრესკის ამ ადგილზე განთავსება მიუღებელია. პროექტის მიხედვით, მოზაიკური ფრესკის მთლიანი ზომა 6,7 X 3,7 მეტრია.
ის ზუგდიდელებს სხვა იდეასაც სთავაზობს და ფეისბუკის საკუთარ გვერდზე ჯერ კიდევ 30 წლის წინ დამზადებულ მაკეტებს აქვეყნებს, რასაც მოწონება და გამოხმაურება მოჰყვა.
"მოედანი ცარიელი იყო და გვინდოდა ისეთი რამის დადგმა, რაც მოუხდებოდა ამ სივრცეს. მაშინ, 1988 წელს, ამ თემასთან დაკავშირებით, ჩვენთან ჩამოვიდა ცნობილი ქართველი მოქანდაკე და ფერმწერი მერაბ ბერძენიშვილი და ვიმსჯელეთ ამ საკითხზე. ზუგდიდელ მოქანდაკეებს მიეცათ დრო მაკეტის შესაქმნელად და წარმოადგინეს ორი პროექტი. შემდეგ იყო არეულობის წლები და ვერ განხორციელდა ეს იდეა",- თქვა ოთარ ჭითანავამ.
ის ეპარქიის იდეას მიესალმება, თუმცა ამბობს, რომ ღვთისმშობლის მოზაიკურ ფრესკას სხვა ადგილი უნდა შეურჩიონ. მისივე თქმით, გადაწყვეტილება ერთპიროვნული არ უნდა იყოს. ამასთან, ის ქალაქის თვითმმართველობის წარმომადგენლებს მოუწოდებს, სიფრთხილით მოეკიდონ ამ საკითხს.
"არ ივაჭრონ იმით, რომ პატრიარქმა მოიწონა. ვინ არ მოიწონებს ღვთისმშობლის ფრესკას ? მაგრამ პატრიარქს არ უთქვამს გუბერნიის, შადრევნის ან მაკდონალდსის წინ დაიდგასო. ყველაფერთან ერთად, ამ კვარცხლბეკზე იდგა ტირანის ძეგლი და როგორ შეიძლება ახლა იქ ღვთისმშობლის ფრესკა აღიმართოს", - ამბობს ჭითანავა.
ოთარ ჭითანავა
ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიას ქალაქის მთავარ მოედანზე ღვთისმშობლის ფრესკის აღმართვა სურს. მისი მაკეტი გასული წლის 2 ივნისს დადგეს, რამაც მოსახლეობაში აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია. სოციალური ქსელის მომხმარებლების ნაწილს მოსწონს ეპარქიის იდეა, ნაწილისთვის კი წმინდანის ფრესკის ამ ადგილზე განთავსება მიუღებელია. პროექტის მიხედვით, მოზაიკური ფრესკის მთლიანი ზომა 6,7 X 3,7 მეტრია.
მასალის გამოყენების პირობები