როგორ ატარებს დროს თვითიზოლაციაში ზუგდიდელი ახალგაზრდა ელენე ფიფია (ვიდეო)
ელენე ფიფია კორონავირუსის პანდემიის გამო, ისევე, როგორც სხვა სტუდენტები, სახლში რჩება, თუმცა მოსაწყენად ვერ იცლის.
ის მედიკოსების რჩევებს ითვალისწინებს და დროს სახლში ოჯახის წევრებთან ერთად ატარებს, მეგობრებთან კი დისტანციურად ურთიერთობს.
‘’სახლიდან გასვლა ძალიან მინდა, მაგრამ ვერ გავდივარ, ვიდეოქოლები გვაქვს მეგობრებს, საერთო ჩათი, ვეხმიანებით ონლაინ ერთმანეთს, თუმცა, არც ისე ხშირად, ფოტოშოპს ვსწავლობ და ამით გამყავს დრო, სხვადასხვა მუსიკის ქავერებს ვსწავლობ, ვუკრავ გიტარაზე, ფორტეპიანოზე და ვესწრები ონლაინ ლექციებს’’, - გვითხრა ელენემ.
ზუგდიდელი ახალგაზრდა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი კურსის სტუდენტია.
ზუგდიდელი ახალგაზრდა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი კურსის სტუდენტია.
მასალის გამოყენების პირობები