ზუგდიდის საგამოცდო ცენტრში დღეს 35 აბიტურიენტი არ გამოცხადდა
ზუგდიდის საგამოცდო ცენტრში რეგისტრირებული 291 აბიტურიენტიდან 35 არ გამოცხადდა.
შესაბამისად, ქართულ ენასა და ლიტერატურას 256 კურსდამთავრებული აბარებს. ცენტრის ხელმძღვანელის ნანა ქირიას ინფორმაციით, არც ერთ აბიტურიენტს მაღალი ტემპერატურა არ დაუფიქსირდა და გამოცხადებულებიდან გამოცდაზე ყველა დაუშვეს.
“არც გუშინ და არც დღეს რაიმე განსაკუთრებული შემთხვევა არ გვქონია, ყველაფერი ნორმის ფარგლებში მიდის - აღნიშნა ნანა ქირიამ.
გამოცდების ცენტრი არ ფლობს ინფორმაციას, არგამოცხადებული სტუდენტები არიან თუ არა აფხაზეთში მცხოვრებლები.
ინფორმაციისთვის, მთავრობის გადაწყვეტილებით, ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები აბიტურიენტები საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში ერთიანი ეროვნული და საერთო სამაგისტრო გამოცდების გარეშე ჩაირიცხებიან.
2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის ქვეყნის მასშტაბით 39 000-ზე მეტი აბიტურიენტი დარეგისტრირდა. გამოცდები გუშინ დაიწყო და 25 ივლისს დასრულდება.
“არც გუშინ და არც დღეს რაიმე განსაკუთრებული შემთხვევა არ გვქონია, ყველაფერი ნორმის ფარგლებში მიდის - აღნიშნა ნანა ქირიამ.
ინფორმაციისთვის, მთავრობის გადაწყვეტილებით, ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები აბიტურიენტები საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში ერთიანი ეროვნული და საერთო სამაგისტრო გამოცდების გარეშე ჩაირიცხებიან.
2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის ქვეყნის მასშტაბით 39 000-ზე მეტი აბიტურიენტი დარეგისტრირდა. გამოცდები გუშინ დაიწყო და 25 ივლისს დასრულდება.
მასალის გამოყენების პირობები