"პატრიოტების" საჩუქარი დაბრუნებულია - ხატი აფხაზებმა ენგურის ხიდთან დააბრძანეს
აფხაზმა აქტივისტებმა "პატრიოტთა ალიანსის" მიერ ნაჩუქარი ღვთისშობლის ხატი, რომელიც ილორში იყო დაბრძანებული, ენგურის ხიდამდე მიაბრძანეს.
ხატი ამ დრომდე საოკუპაციო ხაზთან, ოკუპირებულ ტერიტორიაზეა. როგორც ისინი ამბობენ, ქართველმა პოლიტიკოსებმა დაბრუნებული ხატის საქართვეოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტოლირებად ტერიტორიაზე გადაბრძანება თვითონ უნდა უზრუნველყონ.
გარდა ამისა, აფხაზეთში ამბობენ, რომ ეს არ არის კანონიკური წესების დაცვით შესრულებული ხატი და ის მხოლოდ ნაბეჭდი მასალაა.
მანამდე ხატის დაბრუნების შესახებ განცხადება "აფხაზეთის მართლმადიდებელმა ეკლესიამაც" გაავრცელა და აღნიშნა, რომ მსგავსი აქციები მიუღებელია მანამ, სანამ ქართული ეკლესია აფხაზურის დამოუკიდებლობას არ აღიარებს.
ქართველმა პოლიტიკოსებმა - პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ირმა ინაშვილმა და მისმა თანაპარტიელმა, "პატრიოტთა ალიანსის" წევრმა გიორგი ლომიამ ოკუპირებულ აფხაზეთში, ილორის მონასტერში ღვთისმშობლის ხატი ჩააბრძანეს.

მასალის გამოყენების პირობები