გრიპზე უფასო ვაქცინაცია რისკჯგუფებისთვის დღეიდან დაიწყო
საქართველოში სპეციალური ჯგუფებისთვის გრიპზე ვაქცინაცია დაწყებულია, ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან
გამყრელიძე საკოოდინაციო საბჭოს დღევანდელ სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, ამ ეტაპზე, 200 ათასი დოზა ვაქცინაა შეძენილი.
მისივე ინფორმაციით, სამედიცინო დაწესებულებებს მიცემული აქვთ რეკომენდაცია, რომ დღეიდან აცრები გაიხსნას რისკჯგუფებისთვის.
პოლიკლინიკებში უფასოდ გრიპის ვაქცინის გაკეთება უკვე შეუძლიათ:
• შაქრიანი დიაბეტის მქონე პირებს;
• დიალიზზე მყოფ პირებს;
• მოხუცთა და ბავშვთა სახლებში მყოფ პირებს;
• საოჯახო ბავშვთა სახლებში მყოფ ბავშვებს;
• ჩ-ჰეპატიტის მქონე ადამიანებს;
• ორსულებს;
• აივინფექციის მქონე პირებს;
• 60 წლის ზემოთ მოქალაქეებს;
• სკოლის პედაგოგებს;
• ორგანოგადანერგილებს;
• ჯანმრთელობის დაცვის პერსონალს;
• ვეტერინარიისა და გარემოს დაცვის სფეროში მომუშავე პერსონალს;
• საბავშვო ბაგა-ბაღების აღმზრდელებს.
"ამ ეტაპზე, ყველა ჩემს მიერ ჩამოთვლილ ჯგუფს, ბრძანების მიხედვით, შეუძლიათ პოლიკლინიკებში, თავიანთი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, სადაც გრიპზე იცრებიან, აიცრან", - განმარტა გამყრელიძემ.
საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო მასობრივი ვაქცინაციაც მიმდინარეობს. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, თუ მოქალაქეს კორონავირუსისა და გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინის გაკეთება სურს, ან ერთ დღეს, ან 14-დღიანი შუალედით უნდა აიცრას.
გამყრელიძე საკოოდინაციო საბჭოს დღევანდელ სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, ამ ეტაპზე, 200 ათასი დოზა ვაქცინაა შეძენილი.
პოლიკლინიკებში უფასოდ გრიპის ვაქცინის გაკეთება უკვე შეუძლიათ:
• შაქრიანი დიაბეტის მქონე პირებს;
• დიალიზზე მყოფ პირებს;
• მოხუცთა და ბავშვთა სახლებში მყოფ პირებს;
• საოჯახო ბავშვთა სახლებში მყოფ ბავშვებს;
• ჩ-ჰეპატიტის მქონე ადამიანებს;
• ორსულებს;
• აივინფექციის მქონე პირებს;
• 60 წლის ზემოთ მოქალაქეებს;
• სკოლის პედაგოგებს;
• ორგანოგადანერგილებს;
• ჯანმრთელობის დაცვის პერსონალს;
• ვეტერინარიისა და გარემოს დაცვის სფეროში მომუშავე პერსონალს;
• საბავშვო ბაგა-ბაღების აღმზრდელებს.
"ამ ეტაპზე, ყველა ჩემს მიერ ჩამოთვლილ ჯგუფს, ბრძანების მიხედვით, შეუძლიათ პოლიკლინიკებში, თავიანთი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, სადაც გრიპზე იცრებიან, აიცრან", - განმარტა გამყრელიძემ.
საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო მასობრივი ვაქცინაციაც მიმდინარეობს. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, თუ მოქალაქეს კორონავირუსისა და გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინის გაკეთება სურს, ან ერთ დღეს, ან 14-დღიანი შუალედით უნდა აიცრას.
მასალის გამოყენების პირობები