ზუგდიდის ბაზარს დეზინფექცია ჩაუტარდება
ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, დღეს ზუგდიდის ბაზარში სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდება. შპს „სუპერმარკეტის“ ადმინისტრაციის ცნობით, სამუშაოები 18:00 საათზე დაიწყება
და ის ბაზრის მუშაობაზე გავლენას არ მოახდენს.
„მაშინ დავიწყებთ დეზინფექციას, როცა ხალხისგან დაცლილი იქნება ტერიტორია. ხვალ ჩვეულებრივად გაიხსნება და მომხმარებლებს თავისუფლად შეეძლებთ მოსვლა. თუ საჭირო გახდება ყოველი მეორე დღეს ჩავატარებთ დეზინფექციას“, - თქვა ბაზრის ადმინისტრაციის თანამშრომელმა მანანა ბარძემაშვილმა.
საქართველოში კორონავირუსი 34 ადამიანს დაუდგინდა, საიდანაც ერთი უკვე გამოჯანმრთელდა და საავადმყოფოდან გაწერეს.

მასალის გამოყენების პირობები