სოხუმში საზოგადოებრივ ტრანსპორტს ყოველდღიური დეზინფექცია უტარდება (ვიდეო)
სოხუმში საზოგადოებრივი ტრანსპორტის (ავტობუსი, ტროლეიბუსი) დეზინფექციას ყოველდღიურად ახორციელებენ
სანიტარულ - ეპიდემიოლოგიური სამსახურის სპეციალისტები. შესაბამისი გადაწყვეტილება "კორონავირუსთან ბრძოლის ოპერატიულმა შტაბმა მიიღო", წერს "აფსადგილ ინფო".
ტრანსპორტი ავტოფარეხიდან გასვლის წინ და დაბრუნების შემდეგ მუშავდება. ამის შესახებ აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის სამსახური იუწყება. ამავე ცნობით, "აფხაზეთში კორონავირუსით დაინფიცირების არც ერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა".
მანამდე სოხუმმა დროებით აკრძალა სპორტული და კულტურულ - მასობრივი ღონისძიებები, ასევე "საზღვარგარეთ" მივლინებები, ამის შესახებ განკარგულებას აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ვალერი ბგანბამ მოაწერა ხელი.
აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის მთავრობის გადაწყვეტილებით, საქართველოში კორონავირუსით დაინფიცირების შემთხვევების ზრდის გამო, ენგურის ხიდი 14 მარტს 20:00 საათიდან ჩაიკეტება. ამავე ცნობით, რესპუბლიკაში შესვლა და რესპუბლიკიდან გასვლა ეკრძალება ყველა კატეგორიის მოქალაქეს, ენგურჰესის თანამშრომლების გარდა. აღნიშნული განკარგულება თვითაღიარებული რესპუბლიკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ვალერი ბგანბამ 11 მარტს გასცა.
ენგურის ხიდზე მოძრაობა ორივე მიმართულებით 27 თებერვალს შეიზღუდა. აფხაზურმა მხარემ ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე კორონავირუსის პირველი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა.
ტრანსპორტი ავტოფარეხიდან გასვლის წინ და დაბრუნების შემდეგ მუშავდება. ამის შესახებ აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის სამსახური იუწყება. ამავე ცნობით, "აფხაზეთში კორონავირუსით დაინფიცირების არც ერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა".
აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის მთავრობის გადაწყვეტილებით, საქართველოში კორონავირუსით დაინფიცირების შემთხვევების ზრდის გამო, ენგურის ხიდი 14 მარტს 20:00 საათიდან ჩაიკეტება. ამავე ცნობით, რესპუბლიკაში შესვლა და რესპუბლიკიდან გასვლა ეკრძალება ყველა კატეგორიის მოქალაქეს, ენგურჰესის თანამშრომლების გარდა. აღნიშნული განკარგულება თვითაღიარებული რესპუბლიკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ვალერი ბგანბამ 11 მარტს გასცა.
ენგურის ხიდზე მოძრაობა ორივე მიმართულებით 27 თებერვალს შეიზღუდა. აფხაზურმა მხარემ ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე კორონავირუსის პირველი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა.
მასალის გამოყენების პირობები