გიორგი გახარია გუბერნატორებს: მნიშვნელოვანია მზად იყოთ კრიტიკული ფუნქციის შესასრულებლად
კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით მთავრობის გადაწყვეტილებების რეგიონულ დონეზე აღსრულება თქვენი პასუხისმგებლობაა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი
გახარიამ გუბერნატორებთან შეხვედრისას განაცხადა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
ამავე ცნობით, მთავრობის მეთაურმა, გიორგი გახარიამ აღნიშნა, რომ ქვეყანა ვირუსის შეჩერებიდან გავრცელების ფაზაში გადადის და მნიშვნელოვანია მთელი ქვეყნის მასშტაბით ეფექტური, კოორდინირებული ღონისძიებების განხორციელება.
"ძალიან მნიშვნელოვანია, რეგიონებში ადგილზე თქვენ მზად იყოთ რამდენიმე კრიტიკული ფუნქციის შესასრულებლად. მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების, როგორიცაა რესტორნების, ფიტნესკლუბების, თუ სპაცენტრების მუშაობის შეჩერება, მათი სასწრაფოდ აღსრულება რეგიონულ დონეზე, რა თქმა უნდა, შესაბამის უწყებებთან თანამშრომლობით, თქვენი პასუხისმგებლობაა", - მიმართა პრემიერ-მინისტრმა გუბერნატორებს.
მთავრობის გადაწყვეტილებით, ასევე იზღუდება როგორც რეგიონებში, ისე საქალაქთაშორისო სამარშრუტო ტაქსების მოძრაობა.
პრემიერ-მინისტრმა გუბერნატორებს მოუწოდა, მაქსიმალურად ეფექტურად იყოს აღსრულებული აღნიშნული გადაწყვეტილება, ისევე, როგორც კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს ყველა სხვა რეკომენდაცია. მთავრობის მეთაურის დავალების შესაბამისად, ამ პროცესში სახელმწიფო რწმუნებულები შესაბამის უწყებებთან სრულ კოორდინაციაში იმოქმედებენ.
ამავე ცნობით, მთავრობის მეთაურმა, გიორგი გახარიამ აღნიშნა, რომ ქვეყანა ვირუსის შეჩერებიდან გავრცელების ფაზაში გადადის და მნიშვნელოვანია მთელი ქვეყნის მასშტაბით ეფექტური, კოორდინირებული ღონისძიებების განხორციელება.
მთავრობის გადაწყვეტილებით, ასევე იზღუდება როგორც რეგიონებში, ისე საქალაქთაშორისო სამარშრუტო ტაქსების მოძრაობა.
პრემიერ-მინისტრმა გუბერნატორებს მოუწოდა, მაქსიმალურად ეფექტურად იყოს აღსრულებული აღნიშნული გადაწყვეტილება, ისევე, როგორც კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს ყველა სხვა რეკომენდაცია. მთავრობის მეთაურის დავალების შესაბამისად, ამ პროცესში სახელმწიფო რწმუნებულები შესაბამის უწყებებთან სრულ კოორდინაციაში იმოქმედებენ.
მასალის გამოყენების პირობები